logo_geo
პირველად, ბახმაროს ისტორიაში, სათხილამურო ტრასები უცხოელმა ტურისტებმა აითვისეს
- +

22 დეკემბერი. 2016. 20:48



გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აღნიშნა, რომ გერმანელ და შვეიცარელ ტურისტებს ზამთარში ბახმაროს ველურ ბუნებაში უნდათ ცხოვრება და პირველად ბახმაროს ისტორიაში მათ სათხილამურო ტრასები აითვისეს.

 

„მე მგონი, პირველად ბახმაროს ისტორიაში, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც კერძო პირები ადიოდნენ, ჩვენ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოგვმართეს გერმანელმა და შვეიცარიელმა ტურისტებმა, რომლებმაც თქვეს, რომ მათ ზამთარში ამ ველურ ბუნებაში უნდათ ცხოვრება.

 

მათ სამი ერთეული ტექნიკა ჩამოიყვანეს, რომელიც გზასაც წმინდავს და მთაგორიან ადგილებზეც გადაადგილდება. 20 ტონა საწვავი შეისყიდეს. ასევე ჩვენი კურორტის ვიზიტორების მეშვეობით იქირავეს კოტეჯები. ჩვენ დავეხმარეთ იმ კუთხით, რომ ბახმაროში "მაგთია" ჩართული და მოქმედებს",- განაცხადა გურიის გუბერნატორმა.


მისივე თქმით, კურორტზე მასობრივ დამსვენებელზე საუბარი ჯერჯერობით არ არის, რადგან კურორტი ბოლომდე ადაპტირებული არაა.

 

„ეს არის საცდელი, აქ არ არის საუბარი ზამთარში მასოვრივ დამსვენებელზე. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მე, თქვენ და მოქალაქეები წავიდეთ, რადგან კურორტი ჯერჯერობით ადაპტირებული არ არის.

წელს ბახმაროში 60 უცხოელი ტურისტი იქნება და ასევე ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი აქვთ იმ პერიოდში იქ იყვნენ და დაეხმარონ მათ. უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა ზომა მივიღეთ. სამაშველო სამსახური და პოლიცია მობილიზებულია",- აღნიშნა გია სალუქვაძემ.


 

big_banner
არქივი