logo_geo
ზებრა-გადასასვლელებზე ღამის განათებები დამონტაჟდება
- +

28 თებერვალი. 2018. 11:22



თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზებრა-გადასასვლელებზე ღამის განათებები დამონტაჟდება.


კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ დაიწყო სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე.

 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, თქვენ იცით, რომ წელს ახალი, ევროპული ტიპის 100 ერთეულ ავტობუსს შემოვიყვანთ, ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა მომავალ წელს სრულად მოხდება ჩანაცვლება ახალი ავტობუსებით. გარდა ამისა, ქვეითების უფლებები უნდა იყოს დაცული", - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, თბილისში არის სხვადასხვა ადგილები, სადაც ფეხით გადასვლა ერთი მხრიდან მეორე მხარეს შეუძლებელი ხდება, რადგან არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

 

„დღეის მდგომარეობით ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, დახაზვითი სამუშაოები, ასევე შუქნიშნების განთავსება. აქვე გამგებლებს უნდა დაგავალო, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები. ასევე სავალდებულოა, რომ „გადასასვლელ ზებრებზე" დავაყენოთ ღამის განათებები, ლედ განათებები, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებშია", - განაცხადა კახა კალაძემ.




 

big_banner
არქივი