logo_geo
კანადაში თავშესაფარი შარშან საქართველოს 38 მოქალაქემ მიიღო
- +

28 თებერვალი. 2018. 11:42



კანადაში თავშესაფარი შარშან საქართველოს 38 მოქალაქემ მიიღო.  მონაცემები ამის შესახებ ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.


ამავე მონაცემების თანახმად, 2017 წელს თავშესაფარი საქართველოს 157 მოქალაქემ მოითხოვა. 90 საქმეზე განხილვა დასრულდა. 38 განაცხადი დაკმაყოფილდა, 43 მოქალაქეს უარი ეთქვა, ცხრა შემთხვევაში კი, საქმე შეწყვეტილია ან განაცხადია გაწვეული. 2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 206 საქმეზე განხილვა არ დასრულებულა.


წინა წლებთან შედარებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია. 2014 წელს განაცხადი აღნიშნული მოთხოვნით 87 მოქალაქემ წარადგინა, 32-მა კი, დადებითი პასუხი მიიღო; 2015 წელს შესაბამის სამსახურში 91 ახალი განაცხადი შევიდა და 15 დადებითი გადაწყვეტილება ფიქსირდება; 2016 წელს თავშესაფარი 113 მოქალაქემ მოითხოვა, დადებითი პასუხი 31-მა მიიღო.


კანადის სტატისტიკის სამსახურის საიტზე  ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეთა მოგზაურობის შესახებ მონაცემებიც იძებნება და აღნიშნული მაჩვენებელიც მზარდია.


2014 წელს კანადას საქართველოს 280 მოქალაქე ესტუმრა, 2015 წელს  - 361, 2016 წელს  - 503, 2017 წელს კი, 566 მოქალაქე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი