logo_geo
კახა კალაძე: სამწუხარო ფაქტი მოხდა - ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი...
- +

28 თებერვალი. 2018. 20:26



თბილისის მერმა კახა კალაძემ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკასა და „ამტელ ჰოსპიტალში", ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული მოსწავლეები მოინახულა.


კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ინგოროყვას კლინიკაში გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ ბავშვის  გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.



სამწუხარო ფაქტი მოხდა. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი და სიტყვებით გადმოცემა. მინდა ოჯახს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო. დანარჩენი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ალბათ ხვალ უკვე გაწერენ სახლში", - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მოსწავლეები თბილისის მერთან ერთად, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ მოინახულეს.




 

big_banner
არქივი