logo_geo
ვინ იყო 14 წლის მოსწავლე, რომელიც ბარათაშვილის ქუჩაზე ჩამოვარდილმა შუშამ იმსხვერპლა
- +

1 მარტი. 2018. 18:27




თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 14 წლის მოსწავლე ემსხვერპლა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის" შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რომელიც 6 მოზარდს დაეცა. მათგან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.


გარდაცვლილი მოსწავლე 14 წლის ასლან მამედოვია. იგი თბილისის 70-ე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო. მამედოვი ფონიჭალაში ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.


შეგახსენებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.



 

big_banner
არქივი