logo_geo
ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი ბედი
- +

23 დეკემბერი. 2016. 00:40


 

ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძარი 2016 წლის პირველ ნოემბერს, ღამით გაჩნდა; მწუხრის ლოცვის შემდეგ, გვიან ღამით, ვარძიაში მცხოვრებ ბერებს ეკლესიაში კვამლი დახვდათ;


ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი ბერების ვარაუდით, სვეტიდან ანთებული სანთელი გადმოვარდა, ცეცხლი ჯერ ხალიჩას, შემდეგ კი ხის მაგიდას მოედო. ეკლესიის კედლის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა;


ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი იმავე დღიდან ვარძიის ტაძარი ტურისტებისა და მლოცველებისთვის დაიკეტა და პირველადი სამუშაოები დაიწყო - სპეციალისტებმა მხატვრობის მშრალი მეთოდით გაწმენდვა დაიწყეს;


ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი პირველადი სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდა; ახლა სამუშაოები შეჩერებულია.


ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი ტაძარში სამუშაოებს იანვრიდან, ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები გააგრძელებენ;


ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი დაუბრუნდება თუ არა მხატვრობა პირვანდელ სახეს, რესტავრატორებს გადაჭრით თქმა უჭირთ, ვინაიდან სანთლები პარაფინის შემცველობის იყო;


ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი პროკურატურა მომხდარს სსკ-ის 188-ე მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საქმეზე ჯერ დადგენილი არაფერია;


ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი ვარძიაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის ბრძანებით აშენდა. ხანძრის დროს ჭვარტლმა, ტაძრის მთელი მოხატულობა დაფარა. მათ შორის, თამარისა და გიორგი მესამის უნიკალური ფრესკა.

 

წყარო: www.sknews.ge

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი