logo_geo
„მოდელობა მინდოდა, მაგრამ…“ – 19 წლის სალომე ვიბლიანი მძიმე დიაგნოზთან პირისპირ
- +

1 მარტი. 2018. 23:10



19 წლის სალომე ვიბლიანს მე-4 ხარისხის გულმკერდ-წელის სქოლიოზი და გულმკერდის მალების ზედა მესამედში მალთაშუა სივრცეები მკვეთრად აქვს შევიწროებული, მხარი აქვს ამოვარდნილი და ნახევარი ფილტვი დაფარულია, რაც ბუნებრივია, სუნთქვაში უშლის ხელს.


გოგონას გაუსაძლისი ტკივილების მოთმენა უწევს. იგი დმანისში მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს.


როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში სალომემ აღნიშნა, ჯანმრთელობის ეს პრობლემა დაბადებიდანვე ჰქონდა, თანდაყოლილი, მაგრამ გარეგნულად და ისედაც არაფერი ეტყობოდა.


- სადაღაც 15 წლის ასაკამდე ვერ შევამჩნიეთ ეს პრობლემა.... უსახსრობის გამო დღემდე ვერ გამიკეთდა ოპერაცია. ადრე არ მაწუხებდა ტკივილები. ახლა უკვე, როცა ძალიან გამირთულდა მდგომარეობა ტკივილებმაც შემაწუხა.


- სკოლაში ახერხებდი სიარულს?


- სკოლაში ჩვეულებრივად დავდიოდი, მაგრამ უამრავ პრობლემას ვაწყდებოდი. ზოგჯერ სირულიც კი მიჭირდა, სუნთქვაშიც მეშლებოდა ხელი და გულის ტკივილებიც მაწუხებდა. სკოლა რომ დავამთავრე, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, უმაღლესში სწავლა ვეღარ გავაგრძელე, ვეღარ ჩავაბარე ავადმყოფობის გამო. მინდოდა ტურიზმზე მესაწავლა ან სამედიცინოზე. ასევე დამატებით სამოდელო სფეროშიც მომესინჯა ჩემი თავი, მაგრამ...


- საჭირო თანხის, 40 000 ლარი შეგროვების შემთხვევაში ოპერაცია როდის უნდა გაგიკეთონ?


-10 მარტს არის დაგეგმილი ოპერაცია. ცხრა მარტს დამაწვენენ ღუდუშაურის კლინიკაში, რა თქმა თუ მოგროვდა თანხა. ამჟამად სახლში ვარ, გამომიშვეს საავადმყოფოდან და ფულის ჩარიცხავმდე სახლში უნდა ვიყო.


-


სალომეს დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ ისარგებლოთ "დედების ფონდის", www.pondi.ge დონაციის საიტით და უმარტივესი გადახდის მეთოდით სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ჩარიცხვა აპარატიდან:

თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ "სხვადასხვა"-> "ქველმოქმედება" -> "დედების ფონდი"

სხვა დანარჩენი აპარატებიდან:

საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ).

საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები :დედების ფონდი

საქართველოს ბანკი

GE46BG0000000689979800


თიბისი ბანკი:

GE17TB7174136080100007

ხალიკ ბანკი:

GE08HB0000000000473608

ლიბერთი ბანკი

GE22LB0115121073654001

ტერა ბანკი

GE61KS0000000360801210

ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან

1 ლარი - 0901700483

სალომეს ტელეფონის ნომერი: 571193335


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი