logo_geo
ანსამბლი „რუსთავი“ სოხუმში - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ფოლკლორის შემსწავლელი კაბინეტი გაიხსნება
- +

2 მარტი. 2018. 15:17



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 5 მარტს, 14:00 საათზე, ხალხური მომღერლის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერების ცნობილი შემკრების ანზორ ერქომაიშვილის ხელშეწყობით, ლეგენდარული ლოტბარის ძუკუ ლოლუას სახელობის აფხაზური ფოლკლორის შემსწავლელი კაბინეტი გაიხსნება.


კაბინეტის გახსნასთან ერთად, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ხოლო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი" და სსუ-ის ფოლკლორული ანსამბლი „სნო" თავიანთი რეპერტუარიდან აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.


ასევე წარმოდგენილი იქნება მოძიებული და აღდგენილი ძველი აფხაზური ჩანაწერები CD და DVD დისკების სახით.



 

big_banner
არქივი