logo_geo
რა კავშირი აქვს მცენარეებს, კვებით ალერგიასთნ?
- +

4 მარტი. 2018. 21:49



ყელის ქავილი ვაშლის ჩაკბეჩისას ან ტუჩების შეშუპება კივის მიღებისას, ეს ის სიმპტომებია, რომლებიც შეიძლება ორალური ალერგიის სინდრომზე მიგვანიშნებდეს, ამ ალერგიას, ასევე მცენარე-საკვების სინდრომს უწოდებენ. TREND და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგი მადონა დევიძე, გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას ორალური ალერგიის სინდრომის შესახებ.


1. რა არის მცენარე-საკვების იგივე ორალური ალერგიის სინდრომი?


ეს არის ჯვარედინი რეაქცია მცენარეებსა და ხილს, ბოსტნეულს ან თხილეულს შორის, რადგან ისინი ერთნაირ ნივთიერებებს (პროტეინებს) შეიცავდნენ.


მცენარეებზე ალერგიული ადამიანის იმუნური სისტემა ზოგიერთი ხილის, ბოსტენულის ან თხილეულის მიღების დროს ამოიცნობს მსგავს პროტეინებს და რეაგირებს ალერგიული რეაქციის განივთარებით.


 

2. რა სიმპტომებით ვლინდება მცენარე-საკვების სინდრომი ან იგივე ორალური ალერგიის სინდრომი?


ორალური ალერგიის სინდრომი სახელწოდების შესაბამისად ვლინდება მხოლოდ პირის ღრუს მიდამოში გამოვლენილი შემდეგი სიმტომებით:


ენის, სასის, ხორხის ქავილი;

 

„ჩხვლეტის" შეგრძნება პირის ღრუში;

 

ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება;


იშვიათად, პაციენტების 9%-ში, ორალური ალერგიის სინდრომი შეიძლება გასცდეს პირის ღრუს მიდამოს და გამოვლინდეს სისტემური რეაქციით (მაგ. ჭინჭრის ციება, ღებინება, დიარეა, ბრონქოსპაზმი და სხვ.) ან პაციენტების 1.7% -ში ანაფილაქსიური შოკით (წნევის ვარდნა, გონების დაკარგვა და სხვ.)

 

3. რომელია ჯვარედიანად მორეაგირე მცენარე და საკვები?


თუკი თქვენ გაწუხებთ მცენარეული ალერგია, მაშინ შესაძლოა ასევე გქონდეთ რეაქცია მათთან ჯვარედინად მორეაგირე ხილზე, ბოსტნეულზე ან თხილეულზე.


ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე ჯვარედინად მორეაგირე მცენარე და საკვები.


არყის ხე: ნუში, ვაშლი, გარგარი, ალუბალი, ატამი, მსხალი, ქლიავი, კივი, სტაფილო, ნიახური, ქინძი, თხილი.

 

ბალახები: ნესვი, საზამთრო, პომიდორი, ატამი, ფორთოხალი, ნიახური;

 

სარეველები: ნესვი, საზამთრო, ბანანი, მზესუმზირა, კიტრი;


 

4. რა უნდა გაითვალისწინონ ორალური ალერგიის სინდრომის მქონე პაციენტებმა?


მიმართეთ დროულად ალერგოლოგს ძირითადი ალერგენის (მცენარის) და მასთან მორეაგირე კვებითი ალერგენის დასადგენად.


თავი აარიდეთ იმ საკვების მიღებას, რაც თქვენს ორალური ალერგიის სინდრომს იწვევს, განსაკუთრებით მცენარეების ყვავილობის სეზონზე.


მიიღეთ თერმულად დამუშვებული ხილი, ბოსტნეული თუ თხილეული, რადგან მაღალი ტემპერატურა შლის პროტეინებს და ამით მათ უკარგავს ორალური ალერგიის სიმპტომის გამოწვევის უნარს.


მიირთვით გათლილი ხილი და ბოსტნეული, რადგან პროტეინების უმეტესობა კონცენტრირებულია სწორედ მათ კანში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი