logo_geo
დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
- +

5 მარტი. 2018. 11:48



გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია +8, +13 გრადუსის ფარგლებში.


6 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.




 

big_banner
არქივი