logo_geo
„ქალს რაც უფრო მეტი შვილი გყავს, მით უფრო ბედნიერი ხარ!“ – მრავალშვილიანი დედა ხულოდან!
- +

6 მარტი. 2018. 21:47



ხულოში სოფელ ფაჩხაში მცხოვრები ათინა მახარაძე 78 წლისაა. მას 11 შვილის, 57 შვილიშვილი და 10 შვილთა შვილის შვილი ჰყავს. როგორც თავად „აიპრესთან" ყვება 18 წლის ასაკში გარიგებით შექმნა ოჯახი.


ათინა მახარაძისთვის ბედნიერება ბევრი შვილია. იგი ახალგაზრდა დედებს მოუწოდებს, რომ გააჩინონ ბევრი შვილი და ეს უდიდესი ბედნიერება რასაც მრავალშვილიანი დედის სტატუსი ქვია თავადაც გაიზიარონ.


ქალბატონი ათინა სიამაყით აღნიშნავს, რომ არის 11 შვილის დედა. როგორც თავად ყვება გამოიარა გაჭირვება, ქონდა ცხოვრებაში რთული დღეებიც. 11 შვილის დედობა სულაც არ არის მარტივი, მაგრამ შვილის ერთი ღიმილიც საკმარისი იყო ყველა სირთულის დასაძლევად.


„იყო მრავალშვილიანი დედა, ეს უდიდესი ბედნიერებაა, ქალს რაც უფრო მეტი შვილი გყავს მით უფრო ბედნიერი ხარ, ნამდვილად არაა 11 შვილის დედობა ადვილი, იგი ბევრ სირთულესთანაც არის დაკავშირებული, თუმცა საკმარისია შვილის ერთი ღიმილიანი სახე და ყველა პრობლემა გავიწყდება. მინდა ახალგაზრდა დედებს მოვუწოდო გააქტიურდენ და თავადაც გაიზიარონ ის უდიდესი ბედნიერება რასაც მრავალშვილიანი დედის სტატუსი ქვია", - განაცხადა ათინა მახარაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი