logo_geo
გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს
- +

6 მარტი. 2018. 23:45



6 მარტს, პოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის" დამფუძნებელი გია მაისაშვილი, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში მიმდინარეობდა.


სიონის საკათედრო ტაძრიდან, სამგლოვიარო პროცესიამ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა, სადაც, სიმბოლურად, გია მაისაშვილის ცხედარი რამდენიმე წუთით დაასვენეს, ამის შემდგომ კი, პროცესია წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ (ხეთაგუროვის ქუჩაზე) გაემართა.

 

გია მაისაშვილი 26 თებერვალს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის აშშ-იდან საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს. მაისაშვილს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს.


 

big_banner
არქივი