logo_geo
ნინო არაზაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა?
- +

8 მარტი. 2018. 11:53

 

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ტელეწამყვანმა და დილის გადაცემის პროდიუსერმა ნინო არაზაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2" დატოვა. გავრცელებული ინფორმაცია არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არც უარყო და არც დაადასტურა.

 

„შიდა ინფორმაციებთან დაკავშირებით მე არ ვსაუბრობ, არც ვადასტურებ, არც უარვყოფ" - განაცხადა გვარამიამ.


საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში  ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. თავად ნინო არაზაშვილს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი