logo_geo
სინოპტიკოსები: მდინარეებზე წყლის დონე საშიშ ნიშნულამდე მიაღწევს
- +

9 მარტი. 2018. 15:11



გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის რამაზ ჭითანავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მდინარეების დონემ შესაძლოა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწიოს.


„დღეს დასავლეთ საქართველოში ნარჩუნდება ნალექი, ჰაერის მასები არ არის ძალიან ცივი, ამიტომ ნალექი მთიან ზონაშიც კი წვიმის სახით მოდიოდა და ეს ნალექი ამწვავებს სიტუაციას.

 

წვიმას ემატება ნადნობი თოვლის წყალი და საკმაოდ მომატებულია მდინარეების დონე. დღესაც დაემატება ნალექი და ვფიქრობთ, რომ ცალკეულ ადგილებზე შეიძლება ჰქონდეს ადგილი მდინარეებზე წყლის დონის საშიშ ნიშნულამდე მისვლას.

 

მოქალაქეებმა, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ცხოვრობენ მდინარე ახლო ტეროტორიაზე, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე. ხვალიდან ნელ-ნელა მდინარეების დონე ჩადგება ნორმაში", - განაცხადა რამაზ ჭითანავამ.


მისივე თქმით ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.


რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათიდან ქარი გაძლიერდება, თუმცა ქარის სიძლიერე არ იქნება საშიში და თბილისისთვის უჩვეულო. მიუხედავად ამისა გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ძლიერი ქარის შემთხვევაში ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას მოერიდოს.




 

big_banner
არქივი