logo_geo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ძლიერი ქარის დროს
- +

9 მარტი. 2018. 18:08



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები კონკრეტულ სიტუაციაში.


უწყება მოქალაქეებს ურჩევს, ძლიერი ქარის დროს შენობის გარეთ ყოფნისას შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინონ: იპოვონ შენობა და შეაფარონ თავი; დაიცვან სხეულის მგრძნობიარე ნაწილი (სახე, კიდურები); დარეკონ 112-ში; შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აჰყვნენ პანიკას ან დაელოდონ სამაშველო რაზმს.


დახურულ სივრცეში კი, უწყების რჩევაა, მოსახლეობამ შემდეგი რეკომენდაციებით იხელმძღვანელოს: მყარად დაამაგრონ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად; დახურონ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვან თავი დამტვრეული მინისგან; მიიღონ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ; მოქალაქეებმა იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებიან ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინონ ინსტრუქციებს ან დარეკონ 112-ში.




 

big_banner
არქივი