logo_geo
საშიშია თუ არა ორსულებისთვის რენტგენი და ულტრაბგერითი კვლევა
- +

11 მარტი. 2018. 16:03



ულტრაბგერა არ არის იონიზებული გამოსხივება, რომელიც დეენემს აზიანებს და მონაცემების დიდი მოცულობა, რომელიც დღეს ექიმებს აქვთ, აჩვენებს, რომ ის არანაირ უარყოფით გავლენას ქალზე ან ნაყოფზე არ ახდენს. თუმცა, ულტრაბგერითი კვლევის გაკეთება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ექიმი ნიშნავს.


იმავეს თქმა შეიძლება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზეც: ეს ელექტრომაგნიტური რადიოტალღებია, რომლებიც იონიზებულ გამოსხივებას არ განეკუთვნება და მეცნიერებმა მისი მავნე გავლენის დამადასტურებელი ვერაფერი იპოვეს. თუმცა, შესწავლილია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ტომოგრაფიის მაგნიტური ველი დიდი არ იყო.


რაც შეეხება ორსულებისთვის რენტგენის რისკს, მისი გაკეთების აუცილებლობა გარემოებებზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ რენტგენოგრაფიას ზიანზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამ პროცედურის დროს მუცლის დასხივების შემცირება შესაძლებელია, მაგალითად, თუ პაციენტს ფოტოს ზურგიდან გადაუღებენ.


თავის, კისრის, მკერდის და კიდურების რენტგენოგრაფია არანაირ განსაკუთრებულ ზიანს ნაყოფს არ აყენებს, განსაკუთრებით დამცავი ტყვიის წინსაფრის გამოყენების შემთხვევაში. მუცლის დაფარვის შემთხვევაში შედარებით უვნებელია სხეულის სხვადასხვა ნაწილების კომპიუტერული ტომოგრაფიაც. გარდა ამისა, სხივური დატვირთვის შესამცირებლად შეიძლება შედარებით დაბალი ხარისხის ტომოგრაფიის გაკეთებაც.


შთანთქმული რადიაციის 0,05 გრეი (5 რად) დოზა ფეხმძიმე ქალისთვის - ნერვიულობის საბაბი არ არის. და კვლევების უმრავლესობა ამ ზღვარს არ სცდება. 14 დღემდე ორსულობისას 0,1 გრეი (10 რად) დოზას მოსდევს ან ემბრიონის „გაწოვა", ან მასზე საერთოდ არანაირ გავლენას არ ახდენს. ორსულობის უფრო გვიან ეტაპზე ასეთი გამოსხივება ზრდის ნაყოფის შეფერხებებით განვითარების რისკს, ბავშვს განვითარების თანდაყოლილი დეფექტები და შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები ექნება. მაგრამ დასხივება 20-25 კვირის შემდეგ, შედარებით უსაფრთხოა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი