logo_geo
დევნილთა სამინისტრო ქუტაშვილისა და პავლიაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის ფოტომასალას ავრცელებს
- +

11 მარტი. 2018. 22:51



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის ფოტომასალას ავრცელებს.


როგორც სამინისტროს ოფიციალურ facebook-გვერდზეა აღნიშნული, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.


ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შეხვდნენ.



 

big_banner
არქივი