logo_geo
„სოლიდარობის ფონდი“ მზად არის, ანასტასია ზაალიშვილის გერმანიაში მკურნალობა დააფინანსოს
- +

23 დეკემბერი. 2016. 16:50


 


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ განაცხადა, რომ სოლიდარობის ფონდი მზად არის, გერმანიაში ანასტასია ზაალიშვილის მკურნალობის ხარჯები საჭირო თანხებით დააფინანსოს.


„სოლიდარობის ფონდი" აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. ჩვენ გვაქვს კონტაქტი იაშვილის კლინიკის ექიმებთან. ასევე ვკონტაქტობთ თურქეთსა და გერმანიაში არსებულ სამკურნალო დაწესებულებებთან. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც საუკეთესო ვარიანტი უნდა შეირჩეს. ინფორმაცია, თითქოს „სოლიდარობის ფონდმა" ბავშვის დაფინანსებაზე უარი განაცხადა, სიცრუეა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ბავშვს გერმანიაში მკურნალობას არ ვუფინანსებთ, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლინიკებთან, ველოდებით მათ პასუხს და ბავშვის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრება რაც შეიძლება, სწრაფად განხორციელდება", - განაცხადა ნინო კობახიძემ.


ამასთან პრობლემაა ერთი საკითხი, მშობლები თურქეთიდან არიან დეპორტირებული.


როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ყველა შესაბამისი პროცედურა ოფიციალურ თბილიისს უკვე გავლილი აქვს და თურქული მხარის პასუხს ელოდებიან.


ვინაიდან დეპორტაცია განხორციელდა თურქეთიდან, შესაძლოა, პრობლემა გერმანიის ვიზაზეც შეექიმნას, თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ ოფიციალური თბილისი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვის გადაყვანა სხვა ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.

ბავშვის მკურნალობის დასაფინანსებლად თანხა ჯანდაცვის სამინისტრომაც გამოყო. იგი ანასტასია ზაალიშვილს 10 ათასი ევროთი დაეხმარება.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი