logo_geo
სოფო შევარდნაძე: დააცემინებდა და მერე იტყოდა, საქართველო გადავარჩინეო!
- +

13 მარტი. 2018. 02:38


 

„ნაციონალური მოძრაობის" რაღაცებიც ძალიან მომწონდა. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს რევოლუციით, მოვიდნენ ახალგაზრდა ტიპები, შეარყიეს კარგად ქვეყანა და წავიდა წინ", - ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა, ტელეწამყვანმა სოფო შევარდნაძემ გადაცემაში განაცხადა.

 

„ნუ, ახლა, მერე რაც გამოაშკარავდა, ის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ის, რომ ყველაფერი ისმინებოდა და ხალხი ტარაკნები იყვნენ და მათი აზრი არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის მიუღებელია. ცოტა ორსული ვერ იქნები - თუ ხარ დემოკრატი, უნდა იყო დემოკრატი, თუ ხარ დიქტატორი, უნდა იყო დიქტატორი", - განაცხადა შევარდნაძემ.


სოფო შევარდნაძის თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი განსაკუთრებით მაგრები იყვნენ პიარში.


„დააცემინებდა და მერე იტყოდა, საქართველო გადავარჩინეო... მართლა ყველას სჯეროდა, რომ ეს ასე იყო. ამასაც უნარი და ნიჭი უნდა. პიარი „ქართულ ოცნებას" საერთოდ არა აქვს, იგივე რაც კეთდება ჯანდაცვის სიტემაში, სოფლის მეურნეობაში, კაციშვილმა არ იცის. მიშას დროს რომ ეს ყოფილიყო ხომ ყველას გვეცოდინებოდა? ბავშვი რომ დაიბადებოდა ალბათ პირველი მაგას იტყოდა- უფასო ჯანდაცვა გვაქვსო" - განაცხადა სოფო შევარდნაძემ.


 

big_banner
არქივი