logo_geo
ირაკლი ხმალაძე: „სითი პარკის“ მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ
- +

13 მარტი. 2018. 13:15



თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „სითი პარკის" მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ.


„მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, ამასთან ხელშეკრულების შეწყვეტას კავშირი არ აქვს. ვისზეც გამოწერილია სამართალდარღვევა, მათ მიუწევთ ამ ჯარიმის გადახდა თუ ეს ჯარიმა უკანონოდ არ არის გამოწერილი, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან. ესეც იყო მიზეზი იმის, რომ დღეს ამ შედეგამდე მივედით.

 

ეს არის რადიკალური ზომა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემატური ხასიათი აქვს მოქალაქეების უფლებების დარღვევას და არ ვაპატიებთ არცერთ კომპანიას, რომ შელახოს საზოგადოებრივი ინტერესი", - განაცხადა ხმალაძემ.


მისივე თმით, პარკირების საფასურის მოკრება ჩვეულებრივ გაგრძელდება და თანხაც არ შეიცვლება.


„საფასურის მოკრება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისევე, როგორც დაჯარიმების, ევაკუაციის პროცესი იმ შემთხვევაში, როდესაც დაირღვევა პარკირების წესი. ოღონდ ამას აღარ გააკეთებს „სითი პარკი", ამას გააკეთებს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტი 10 აპრილიდან. არანაირად არ უნდა ველოდოთ საჯარიმო თანხების შემცირებას. დღეს რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ამასთან კავშირში არ არის. ეს არის 2007 წელს დადებული პარკირების ხელშეკრულების გაუქმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას არანაირი კავშირი არ აქვს პარკირების საფასურთან", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



 

big_banner
არქივი