logo_geo
გიორგი ალიბეგაშვილი: შესაძლოა, ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა გამართულ მეტყველებას დაეუფლონ
- +

13 მარტი. 2018. 21:00


 

„სურვილია და ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, რომ იქნებ რესურსები გამოინახოს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჟურნალისტებს რაღაცა ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა მათ სწორი მეტყველება შეძლონ", - ამის შესახებ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა.


„მე ძველი თაობის წარმომადგენელი ვარ და პირდაპირ მეტყველების კულტურის სწავლება ხდებოდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ახლა იცით რა ხდება და როგორი ქაოსია, მიმდინარეობს ტერმინების აღრევა. იმ დღეს ჩვენი საამაყო რაგბისტების თამაშს ვუყურებდი, გამოდის ჟურნალისტი და ამბობს, „ძალიან კრეატიული რაგბისტია". კეკლუცობენ, რომ ტერმინები იციან. ბოდიში, მაგრამ ამ დროს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ჟურნალისტებში ვგულისხმობ სპორტულ ჟურნალისტებსაც, ვინაიდან ახალგაზრდობა და საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ სპორტს უყურებს", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტში, განათლების და კულტურის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.


 

big_banner
არქივი