logo_geo
RMG განცხადებას ავრცელებს
- +

14 მარტი. 2018. 16:12

 

კომპანია RMG განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„დღეს, 2018 წლის 20 მარტს გამოცხადებულ აუქციონის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ წიაღის მოპოვება აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიის მხრიდან არ იგეგმება, რაც ოპონენტებმა კარგად იციან. ეს ინფორმაცია უხეშ უზუსტობებს შეიცავს. კერძოდ:

 

1. ამ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია ამ ეტაპზე არავითარ სამუშაოებს არ აწარმოებს;

 

2. კომპანიას აღნიშნული ტერიტორია ესაჭიროება სანაყაროების მოსაწყობად (ფუჭი ქანის განსათავსებლად);

 

3. კომპანიას შესწავლილი აქვს აღნიშნული ტერიტორია და მიწის ნაკვეთი სასარგებლო წიაღისეულის კუთხით სტერილურია, რაც ნიშნავს, რომ ამ ნაკვეთზე არ არის სასარგებლო წიაღისეული;

 

4. 16 ჰა მიწის ნაკვეთი ტყის ფონდში არ ირიცხება;

 

5. ტერიტორია დაფარულია ბუჩქნარით და მცენარეებით, რომელიც არ შედის წითელი ნუსხაში;

6. აუქციონზე გამოტანილი 16 ჰა მიწის ნაკვეთზე შესვლა და დათვალიერება შესაძლებელია ჩვენი კომპანიის საწარმოო ტერიტორიის გარდა სხვა ლოკაციებიდან და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

შესაბამისად, ბოლო დროს კომპანიის საწინააღმდეგოდ გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ, ვაცხადებთ:

 

·         კომპანია საკუთარი საქმიანობას ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების და მისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ;

·         ოპონენტების მიერ საკითხის პოლიტიკური ესკალაცია ემსახურება კონკრეტული ჯგუფის პირად ინტერესებს და კომპანია გამორიცხავს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას;

·         ოპონენტების განცხადებები არის რეალობის დამახინჯებისა და საზოგადეობის მორიგ ჯერზე შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რასაც კომპანიამ არაერთგზის გასცა არგუმენტირებული პასუხი.

 

ამდენად, მივმართავთ პოლიტიკური პარტიებს, დღეს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი და მსგავსი განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ ჩვენ კომპანიას, არამედ სახელმწიფოს, ეკონომიკას, რეგიონს და კონკრეტული 3000-ზე მეტი ოჯახის კეთილდღეობას. მოუწოდებთ ყველას - ნუ შეეცდებით პოლიტიკური ქულების მოპოვებას დამოუკიდებელი ბიზნესის და ადამიანების კეთილდღეობის ხარჯზე. 

 

და ბოლოს, RMG ყოველთვის მზად არის ღია, კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობისთვის!“ - ნათქვამია RMG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი