logo_geo
მეტროსადგურ „დიდუბეში“ მოძრაობა აღდგა
- +

14 მარტი. 2018. 16:45


 

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს.


შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.


„როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

 

უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა", - ნათქვამია სატრანსპორტო სამსახურის განცხადებაში.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი