logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლის „ზღვა რომელიც შორია“ სატელევიზიო ვერსიის ჩვენება გაიმართება
- +

14 მარტი. 2018. 18:50



15 მარტს, 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მწერლისა და პუბლიცისტის გურამ ოდიშარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ზღვა რომელიც შორია" სატელევიზიო ვერსიის ჩვენება.

რეჟისორი: თემურ ჩხეიძე;

მთავარ როლში: დიმიტრი ჯაიანი.


  • ჩვენება ეძღვნება 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას. სწორედ ამ დღეებში რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა მდინარე გუმისთას გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. 14 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით სოხუმისკენ წამოსულ მტერს ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.
  • მოწვეულნი არიან სოხუმზე 1993 წლის 15-16 მარტის იერიშის მონაწილეები.
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ფოლკლორული ანსამბლი „სნო" თავისი რეპერტუარიდან შეასრულებს რამდენიმე სიმღერას, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მირონი" კი საცეკვაო ნომრებს წარმოადგენს.


17:00 საათზე ღონისძიების მონაწილეები პატივს მიაგებენ და  გვირგვინით შეამკობენ აფხაზეთში გმირულად დაღუპული გენერლის გენო ადამიას საფლავს.


19:00 საათზე სოხუმის მოედანზე (მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორია) სსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მდუმარე აქციას გამართავენ.


მისამართი:  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი / ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #61; I სასწავლო კორპუსი, VII სართულის სააქტო დარბაზი





 

big_banner
არქივი