logo_geo
რობიზონ მარგველანი: სად იყო დანარჩენი სამყარო, როცა ეს ადამიანები დავრჩით მის გვერდით?!
- +

15 მარტი. 2018. 12:57



„რა მოიმოქმედეთ, როცა ზვიად გამსახურდია საქართველოში ჩამოვიდა? რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მხარში დადგომოდით და დაბრუნებულიყო კანონიერი ხელისუფლება? არაფერის!", - ამ სიტყვებით მიმართა ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსმა რობიზონ მარგველანმა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელშიც მის მიმართ „რუსთავი 2"-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ აგრესია გაჩნდა.


„რა მოიმოქმედეთ, როცა გაიგეთ, რომ პრეზიდენტი გამსახურდია ტყეში იყო წასული და არ ჩანდა მისი გზა-კვალი? რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მოგეძებნათ. მშიერს, ლუკმა-პური რომ ენატრებოდა და ჭიქა წყალი, ვინ გაინძერით და ვინ გადადგით ნაბიჯი, რომ დაგეპურებინათ? არვინ! ზვიად გამსახურდიამ ეს ნაბიჯი რომ გადადგა და თავისი ნებით წავიდა ქვეყნიდან, ხომ გაიგეთ ყველამ 3-4 დღეში? ვინ რა გააკეთეთ, რომ ცხელ კვალზე ჩატარებულიყო გამოძიება, ექპერტიზა, მოგეძებნათ გარდაცვლილი პრეზიდენტი, ფეხზე დამდგარიყო ერი? თქვენ ისევ მზამზარეულს ელოდებოდით და როგორ ფიქრობთ, 4 კაცის ამარა რომ დატოვეთ პრეზიდენტი ყველამ, ის რა, თეთრი ცხენით შემოვიდოდა თბილისში, არიქა, აღვადგინე კანონიერი ხელისუფლებაო? სირცხვილი თქვენი! საერთოდ, ნამუსი რომ გქონდეთ ხმას როგორ იღებთ. როგორ ახსენებთ მარგველანს, გუგუშვილს, გვანცელაძეს, ბურჯანაძეს თუ კეკენაძეს. სად იყო დანარჩენი სამყარო, როცა ეს ადამიანები დავრჩით მის გვერდით? ორ თვეზე მეტი ტყე-ღრე ხეტიალში, შიმშილში, სიცივეში, შიშში, ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, განადგურებული და მიტოვებული იყო ყველასგან... მაშინ სად იყავით? თქვენ თუ სიმართლე გაინტერესებთ, მანდ გყავთ ის ადამიანი, ვინც ხელი შეუშალა ცხელ კვალზე გამოძიებას, ვინც ხელი შეუშალა ექსპერტიზის ჩატარებას, ვინც ყველაფერი მიჩქმალა და ყველა კვალი მოსპო! ეს არის მანანა არჩვაძე!" - განაცხადა მარგველანმა. 


 

big_banner
არქივი