logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლის „ზღვა რომელიც შორია“, სატელევიზიო ვერსიის ჩვენება გაიმართა
- +

15 მარტი. 2018. 19:01



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერლისა და პუბლიცისტის გურამ ოდიშარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „ზღვა რომელიც შორია" სატელევიზიო ვერსიის ჩვენება გაიმართა.


ჩვენება 1993 წელის 15-16 მარტს სოხუმისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.


დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.


ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „სნომ" კი თავისი რეპერტუარიდან სიმღერა „მხედრული" შეასრულა.


 

„გვინდა, პატივი მივაგოთ იმ გმირ მებრძოლებს, მეომრებს, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ“, - ამის შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

„ეს დღე და ყოველი დღე საქართველოს ისტორიაში არ გვაძლევს უფლებას, რომ ნახევარი სიმართლთლით ვიაროთ. ან თუნდაც პირადი კეთილდღეობის მიზნით გავუფრთხილდეთ სიმართლის თქმას. 15-16-17 მარტი, ეს არის საქართველოს მტრების მიერ ორგანიზებული ყველაზე დიდი შემოტევა, მათივე მონაწილეობით. ვთქვათ პირდაპირ, საქართველო დამარცხდა რუსეთთან ომში და ამაში გასაკვირი არაფერია.

 

 

ჩვენი ვალია, არ დავივიწყოთ ჩვენი გმირი მეომრები, გავუფრთხილდფეთ მათ სახელს და ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენს დარბაზში სხედან და მერწმუნეთ, ძალიან რთულია იმ ტკივილის წარმოდგენა, რასაც ისინი დღეს განიცდიან და მით უფრო, რაც მათ გამოიარეს“, - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.


 

big_banner
არქივი