logo_geo
მაშველი კახა წიკლაური: ბედნიერება გადარჩენილი ადამიანების თვალებში დანახული ემოციაა!
- +

15 მარტი. 2018. 21:27



26 წლის, მაშველი კახა წიკლაური:


„5 წელია მაშველად ვმუშაობ. თავიდან რთული იყო პასუხისმგებლობის გააზრება, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი ადამიანი გადავარჩინე, ყველაფერი ამოტრიალდა. მივხვდი, რომ ეს არ იყო პროფესია, რომელიც უბრალოდ მოვალეობების რგოლია, ეს ცხოვრების სტილია.

 

ადამიანებს ეხმარები და სანაცვლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს - გულწრფელ მადლიერებას იღებ. ამ დროს ვხვდები, რომ ღირს საკუთარი სიცოცხლით გარისკვა.

 

რას ნიშნავს ბედნიერება? - ბედნიერება გადარჩენილი ადამიანების თვალებში დანახული ემოციაა."


 

big_banner
არქივი