logo_geo
საბაგიროზე დაშავებული რუსეთის მოქალაქე კლინიკიდან გაწერეს, რომელიც სასრიალოდ კვლავ გუდაურში დაბრუნდა
- +

17 მარტი. 2018. 13:42



გუდაურში დაშავებული რუსეთის მოქალაქე ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გაწერეს. 16 მარტს გუდაურში საავარიო ტრასის ავარიულად გაჩერების გამო, დაშავებული რუსეთის მოქალაქე ოლეგ ვიტროვი, რომელიც გუშინ სამედიცინო შემოწმების მიზნით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იყო გადაყვანილი, უკვე გაეწერა საავადმყოფოდან და თხილამურებით სასრიალოდ გუდაურში დაბრუნდა.


ამჟამად თბილისში მკურნალობას განაგრძობს 6 დაშავებული, რომელთა მკურნალობას და მათი თანხმლები პირების თბილისში ცხოვრებასა და გადაადგილებას ორგანიზება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა გაუწიეს.


შეგახსენებთ, გუდაურში, გუშინ, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად „მედიქლაბში" მკურნალობს. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



 

big_banner
არქივი