logo_geo
კომპანია „რედ-კო“ გუდაურში, საძელეს საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს!
- +

17 მარტი. 2018. 21:14



კერძო დეველოპერული კომპანია „რედ-კო", გუდაურში 16 მარტს საძელეს საბაგიროზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებთ მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.


თავის მხრივ კომპანიას სურვილი აქვს მომავალ ზამთრის სეზონზე ინციდენტში დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები ყველა ხარჯების ანაზღაურებით დაპატიჟოს გუდაურში „რედ-კოს" სასტუმრო-დასასვენებელ კომპლექსში New Gudauri Resort Residences & Spa.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში უყურადღებოდ არ დავტოვოთ დაზარალებულები და გვერდში დავუდგეთ მათ. ჩვენ ვისურვებდით, რომ გუდაურის შესახებ მათ სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დარჩეთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის მომავალი წლის სეზონზე", - აცხადებს მირიან ქათამაძე, კომპანია „რედ-კო"-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.


 

 

big_banner
არქივი