logo_geo
თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძარს კაცი ემსხვერპლა
- +

19 მარტი. 2018. 10:45



მოსკოვის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


ადგილობრივების თქმით, კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და სავარაუდოდ, ცეცხლი სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.


სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ადგილზე მისვლისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.


ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი