logo_geo
ეკა კვესიტაძის „განსხვავებული აქცენტები“ იხურება?
- +

19 მარტი. 2018. 17:56



„პრაიმტაიმის" ინფორმაციით „რუსთავი 2"-ის თოქ-შოუ „განსხვავებული აქცენტები" ეკა კვესიტაძესთან ერთად, სავარაუდოდ, იხურება.


სააგენტოს ინფორმაციით გადაცემის დახურვა მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ბოლო სკანდალური ინტერვიუს გამო მოხდა.


ინფორმაცია გადაცემის პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა და არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არ დაადასტურეს.


„არაფერი მსგავსი, მეც გავიგე სულელური ჭორები, რომელიც პერიოდულად გორდება ხოლმე „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. გადაცემა ჩვეულებრივ გავა", - განუცხადა გადაცემის პროდიუსერმა „პრაიმტაიმს".


ნიკა გვარამიას პასუხი კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ „განსხვავებული აქცენტები" იხურება, პასუხი უარყოფითია.


„არა, ფორმატს და დროს ვცვლით. აპრილიდან ახალი დროით გავა. მანამდე ფორმატი, სტუდია და ქუდი უნდა გაკეთდეს", - განაცხადა არხის დირექტორმა.


სააგენტო თავად ეკა კვესიტაძესაც დაუკავშირდა.

 

„ჯერ-ჯერობით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სხვა ფორმატზე ვფიქრობთ, თუ რამე ინფორმაცია გინდათ ნიკა გვარამიას მიმართეთ", - განუცხადა კვესიტაძემ „პრაიმტაიმს".



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი