logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა თემაზე - „ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა“ გაიმართება
- +

19 მარტი. 2018. 18:55




20 მარტს, 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოება „ივერიისა"-ს თავჯდომარე გიორგი თავაძე და ქტიტორთა სათათბიროს წევრი - ეკა კვაჭანტირაძე (ისტორიკოსი, წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის დირექტორი, პროფესორი) სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან გამართავენ შეხვედრას თემაზე: „ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა".


მახათას მთაზე მიმდინარე ეს მშენებლობა გამოირჩევა იმით, რომ ტაძარი შენდება არა რომელიმე ბიზნესმენის ან კერძო პირის დაფინანსებით, არამედ სრულიად საქართველოს ერთიანობითა და თანასწორობით.


შესაბამისად, შეხვედრას ექნება ერთგვარი ანგარიშის ფორმა, სადაც სტუმრები ისაუბრებენ, თუ როგორ მიმდინარეობს მშენებლობა, და როდის არის დაგეგმილი მისი დასრულება.




 

big_banner
არქივი