logo_geo
იან კელი ეროვნულ ბიბლიოთეკას სამახსოვრო საჩუქარს გადასცემს
- +

20 მარტი. 2018. 12:17



აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის ფონდს საჩუქრად ამერიკის წიგნის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ქალი ავტორების 97 წიგნს გადასცემს.

 

„ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი ამერიკის ელჩისგან რამდენიმე ხნის წინათაც დასაჩუქრდა. მან დარბაზს უახლესი ძვირად ღირებული გამოცემები გადასცა. იან კელი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო სულ მალე დატოვებს საქართველოს. ეს მისი სამახსოვრო საჩუქარი იქნება", - აცხადებენ ეროვნული ბიბლიოთეკაში.



 

big_banner
არქივი