logo_geo
იესპერ ბლექი: ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ, ჩამოვიდნენ და იმოგზაურონ საქართველოში
- +

20 მარტი. 2018. 16:45



ჰოლანდიელმა ტურისტმა იესპერ ბლექმა ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან კარგი ტურისტული პოტენციალი და მომავალში ეს პოტენციალი კიდევ უფრო განვითარდება.


„გულახდილად, რომ ვთქვა ძალიან ცოტა ინფორმაცია მქონდა საქართველოს შესახებ სანამ ჩამოვიდოდი. მე ვიცოდი, რომ არსებობდა და იყო ძალიან პატარა ქვეყანა, ჰქონდა საკუთარი დამწერლობა, საკუთარი ენა. ამჟამად ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, შეიძლება საქართველოს ისტორიის ექსპერტიც კი მეწოდოს, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე ქართველი ხალხის, ქართული სილამაზის შესახებ. ეს არის შესანიშნავი ქვეყანა, ქართული საკვებიც შესანიშნავია, ქართული ბუნება თვალწარმტაცია, ჩემთვის ეს არაჩვეულებრივი გამოცდილებაა, რომელიც ამ ქვეყანაში მივიღე. რა თქმა უნდა, ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ და რეკომენდაციას ვუწევ, რომ ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში იმოგზაურონ საქართველოში, აღმოაჩინონ ეს ტერიტორია, რადგან, როგორც არაერთგზის აღვნიშნე, ეს შესანიშნავი ქვეყანაა. მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ტურისტი და ახლა გადავწყვიტე წამომეწყო ბიზნეს საქმიანობა კომპანიის ფარგლებში. ჩემი აზრით, საქართველოს გააჩნია ძალიან კარგი ტურისტული პოტენციალი და მომავალში ეს პოტენციალი კიდევ უფრო განვითარდება", - განაცხადა იესპერ ბლექმა.




 

big_banner
არქივი