logo_geo
პირველად საქართველოში აგრობიბლიოთეკა გაიხსნა
- +

21 მარტი. 2018. 10:50



საქართველოს პარლამენტში ევროპულ საქართველოსა და უმრავლესობას შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტიც დარეგისტრირდა. დეპუტატები რეზოლუციას მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებენ. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსში „აგრობიბლიოთეკა" გაიხსნა. ინფორმაციას Ipress ავრცელებს.


„საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი." ყველა ცნობა, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება, ამ კაბინეტში განთავსება.

 

„ფერმერთა ასოციაციასთან ერთად შევქმენით ბიბლიოთეკა, რომელიც გულისხმობს აგრალური სფეროთი დაინტერესებული ადამიანის დაკმაყოფილებას. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს სივრცე შეივსოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული აგრო ლიტერატურით. ეს სივრცე არის აუცილებელი სივრცე, რადგან საქართველო აგრალური ქვეყანაა. ხშირად ვსაუბრობთ პრობლემებზე და თუკი ჩვენ არ გვექნება შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია ძალიან რთულად გადავწყვეტთ პრობლემებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას",  - თქვა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი