logo_geo
„ალექსანდრე ჩვენი სიკეთეა!“ – მშობლები, რომლებიც ქრომოსომებს არ ითვლიან!
- +

21 მარტი. 2018. 22:07



ერთით მეტი ქრომოსომა განაჩენი არ არის, არც არავინ ითვლის მას, შემოწმების მიზნით. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, დღე, როცა მსოფლიო ჭრელ წინდებში გამოეწყობა, მხარს დაუჭერს ცვლილებებს და კიდევ ერთხელ იტყვის - მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.


მშობლებს, რომლებიც On.ge-ს ესაუბრნენ, ქრომოსომების თვლაში დრო არ დაუკარგავთ და შვილების განვითარებისთვის იბრძოლეს. იბრძვიან დღესაც, დაძლიეს შიში, სტრესი, გაუცხოება, დაუპირისპირდნენ საზოგადოების კრიტიკულ აზრს, შვილები მზეზე გამოიყვანეს და სახელმწიფოც აიძულეს იბრძოლოს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უკეთესი მომავლისთვის.


თათა ბარტყულაშვილი და ბუთა კოტრიკაძე, წლის და 7 თვის ალექსანდრეს მშობლები


მშობლების პირველი რეაქცია

 

ალექსადრეს რომ დაუნის სინდრომი ჰქონდა, 10 დღის შემდეგ, ანალიზის პასუხებით გავიგეთ. საქართველოში ამ ინფორმაციის გადმოცემა უჭირთ, საამისო კულტურა არ გვაქვს. ექიმი, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა, თვითონ განიცდიდა. როცა ისეთ პრობლემას შეეჩეხები, რომელთანაც აქამდე შეხება არ გქონია, პირველი პერიოდი გაურკვევლობაა.


პრობლემა გვეგონა და საბოლოოდ, პრობლემა არ აღმოჩნდა.

 

დედა ალექსანდრეზე

 

ალექსანდრე ჩვენი პირველი შვილია. ძალიან აქტიური და დაკვირვებულია. ჩართულია ადრეული განვითარების პროგრამაში. ჯერ არ წაქცეულა, გადმოვარდნილა, რეჟიმისტია. თავის დროზე სძინავს, თავის დროზე უნდა, რომ ჭამოს. მისი სითბოსა და სიყვარულის გადმოცემის უნარი ცალკე განზომილებაა.


საქართველოში ინფორმირების ნაკლებობაა. შეიძლება კამპანიაში ჩართულიც იყო. 21 მარტსაც აღნიშნავდე, წინდაც გქონდეს, მაგრამ არ იცოდე... მეც ვუერთდებოდი 21 მარტს, მაგრამ პრობლემა არ ვიცოდი. დღევანდელი გადმოსახედიდან იმ ნანერვიულებ დღეებს ვნანობ. ოჯახი ყველაფერში დაგვეხმარა. ღმერთმა ღირსი გაგვხადა, რომ შვილი გყავდეს. მინდა შევხვდე ახალგაზრდა მშობლებს და გამოცდილება გავუზიარო. ზუსტად ვიცი, იმ მომენტში რას იგრძნობდა.


მამა ალექსანდრეზე

 

მივედით ბაბალეში, დავსვით კითხვები და მივიღეთ პასუხები. დღეს ჩვეულებრივად ვცხოვრობთ და ალექსანდრე ჩვენი სიკეთეა.


თუ ადამიანის გონებაში ის აზრი ცოცხლობს, რომ თავისი შვილი დატოვოს, ამ ყველაფერს წელი და ასაკი არ აქვს. არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას სხვა კუთხით და სხვა ფასეულობებით უყურებენ. მახსოვს ლია ტაბატაძის სიტყვები: „თქვენ იგრძნობთ რა არის მშობლობა". ჩვენ მშობლები ვართ. სხვანაირად ვუყურებთ ყველაფერს, ვძლიერდებით. ცხოვრებაა ასეთი და უნდა მიიღო, როგორიც არის.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი