logo_geo
კახა კალაძე: ჩვენ დღეს ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილის მშობლებთან ერთად
- +

22 მარტი. 2018. 11:13



თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და მთავრობის წევრებთან ერთად გარდაცვლილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო.


„2 დღის წინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოასვენეს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ტრაგედიაა, როცა ომს ეწირებიან გმირები და კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ შვილს, მამას. ჩვენ დღეს ვგლოვობთ მის მშობლებთან, მის მეგობრებთან ერთად. არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას!" - განაცხადა კალაძემ.


 

big_banner
არქივი