logo_geo
ჯანსუღ ჩარკვიანი: ასე მგონია, ახლა ლაშარის გორზე ვარ შემდგარი და იქიდან ველაპარაკები ქვეყანას!
- +

25 დეკემბერი. 2016. 02:06



პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს შესახებ საუბრობს:


„1967 წელია, ჩემთან სახლში ვართ, პურსა ვჭამთ, მე, შევარდნაძე, ნოდარ დუმბაძე, ევგენი ევტუშენკო და ბელა ახმადულინა. ედუარდი ადგა და სადღეგრძელო თქვა: 25 წლის შემდეგ რომ საქართველო იქნება, იმას გაუმარჯოსო. მაშინ ცოტა უხერხული იყო ამისი თქმა. ზუსტად 25 წლის შემდეგ გახდა საქართველო თავისუფალი.

 

ღმერთო, ცხრაკუთხივ აკურთხე ივერთმხარეო. ჩვენთან ქვაც არ გდია უბრალო, ყველაფერი ნაამაგარია. ასე მგონია, ახლა ლაშარის გორზე ვარ შემდგარი და იქიდან ველაპარაკები ქვეყანას. ღმერთო, აკურთხე საქართველო, გაუმარჯვე საქართველოს, ხელი მოუმართე და მე ყოველთვის მზად ვარ, მის გვედრით ვიყო სიტყვაალესილი. უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა, რომ კარგად ცხოვრება იწყება თავისუფლებიდან. თავისუფლება გვექნება?

 

ყველაფერი გვექნება, პენსიაც, ხელფასიც და სამსახურიც. საქართველოვ, შენ რუსთაველის ქვეყანა ხარ, შენ დიდი ილია ჭავჭავაძის ქვეყანა ხარ, აკაკის ქვეყანა ხარ, ვაჟა-ფშაველას ქვეყანა ხარ. შენ ფეხქვეშ არავის არ უნდა გაეგო, არ უნდა დაემონო. ყველაფერი იქნება კარგად!" - ამბობს ჯანსუღ ჩარკვიანი.



 

 

 

big_banner
არქივი