logo_geo
ილია მეორემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
- +

23 მარტი. 2018. 14:21



სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მივიდა. უწმინდესმა ტატუნაშვილის ოჯახსა და ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა. უწმინდესთან ერთად ტატუნაშვილების ოჯახში მივიდნენ სასულიერო პირებიც.


ტატუნაშვილის სახლთან იმყოფება ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული. სახლთან ასევე აღმართულია საქართველოს დროშა.


არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.





 

big_banner
არქივი