logo_geo
ალექსანდრ ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა
- +

23 მარტი. 2018. 19:31



ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს პატარა ზომის, BELARUS-152 ტიპის ტრაქტორი აჩუქა.


შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკომ მარგველაშვილს  თბილისში წინა ვიზიტის დროს, 2015 წლის ოქტომბერში სათესლე კარტოფილი აჩუქა. საქართველოს პრეზიდენტმა კარტოფილი დუშეთში დათესა და მოსავალიც აიღო.


შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკო თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.




 

big_banner
არქივი