logo_geo
გიორგი გაბედავამ და ლევან მამულაშვილმა შიმშილობა დაიწყეს
- +

25 დეკემბერი. 2016. 16:00


 


თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი გაბედავამ და ლევან მამულაშვილმა შიმშილობა დაიწყეს. როგორც მოშიმშილეებმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ისინი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. ისინი შეხვედრის მთავარ მიზეზად, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.

 

„ეს დაწყებულია დიდი ხნის წინ, რაც დღეს საქართველოში ხდება. ხალხი მშიერია. ჩვენი მთავარი მესიჯი მთავრობის მიმართ არის „მიხედეთ ხალხს". ჩვენი მოთხოვნაა, რომ ბიუჯეტიდან თანხები სოციალურად დაუცველ ფენას მოხმარდეს. ასევე გვაქვს უამრავი სხვა მოთხოვნა, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს დავაფიქსირებთ", - განაცხადა გაბედავამ.


მისივე თქმით, ხვალ პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას აპირებს და ამისთვის შესაბამის ნებართვას აიღებს თბილისის მერიისგან. როგორც გაბედავამ აღნიშნა, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე შიმშილობა გაგრძელდება.


 

big_banner
არქივი