logo_geo
მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჯანმრთელობის პრობლემების გამო აღარ გაიმართება
- +

26 მარტი. 2018. 17:03

 

28 მარტს, მოსკოვში დაგეგმილი ნანი ბრეგვაძის კონცერტი აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს" „Crocus City Hal"l-ის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ „კონცერტის ჩაშლის მიზეზი მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა".


როგორც ცნობილია, ნანი ბრეგვაძემ შესაბამის კონტრაქტს ხელი რამდენიმე თვის წინ მოაწერა, კონტრაქტის დარღვევის გამო კი იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა მას ფულადი ჯარიმა დაკისრებოდა, თუმცა გაირკვა, რომ „Crocus City Hall"-ში დაგეგმილ კონცერტებზე მოქმედებს სადაზღვევო სისტემა, რომელიც შემსრულებლის ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, სავარაუდო ზარალს ფარავს.


ის, რომ 28 მარტს ნანი ბრეგვაძე მოსკოვში „Crocus City Hall"-ის სცენაზე აღარ იმღერებს, „პრაიმტაიმს" კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმაც დაუდასტურა, რომელიც თავადაც უნდა გამგზავრებულიყო მოსკოვში.


„დიახ, ჩვენ ნამდვილად აღარ მივდივართ", - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა და დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი