logo_geo
„ნაჯახით კოღოებს დავდევდი...“ - სასამართლოზე წარმოთქმული კურიოზული ფრაზები
- +

26 დეკემბერი. 2016. 01:50


 


1. - ბრალდებული: „ჩემი ცოლი გარეთ შიშველი კი არ გამიგდია, უბრალოდ მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს".


2. - ადვოკატი: „ეს ცხვირი გაიტეხეთ ბავშვობაში?" მოწმე: „დიახ, მე მარტო ეს ერთი ცხვირი მაქვს".


3. - ბრალდებული: „პლიაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქათ."


4. - იურისტი: „მას სამი ბავშვი ჰყავდა ასეა?"  ბრალდებული: „დიახ". იურისტი: „რამდენია ამათგან ბიჭი?". ბრალდებული: „არცერთი". იურისტი: „რამდენი იყო ამათგან გოგო?" ბრალდებული: „ბატონო მოსამართლევ, ვინაა ეს კრეტინი? მომაშორეთ, არ შეიძლება სხვა ადვოკატი ავიყვანო?"


5. - ადვოკატი: „რომელ რიცხვში ხართ დაბადებული? მოწმე: „15 ივლისს". ადვოკატი: „რომელ წელს?" მოწმე: „ყოველ წელს"


6. - იურისტი: „თქვენ ესწრებოდით პროცესს, როდესაც სურათი გადაგიღეს? მოწმე: „თქვენ რა დამცინით?"



7. - ადვოკატი: „რამდენი წლისაა თქვენი შვილი, რომელიც თქვენთან ცხოვრობს?" მოწმე: „35-ის ან 38-ის, არ მახსოვს ზუსტად". ადვოკატი: „რამდენი წელია შვილი თქვენთან ცხოვრობს?" მოწმე: „45".


8. - ბრალდებული: „დაშავებულს, რომ მივუახლოვდი ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია."


9. - ადვოკატი: „შემდეგ რა მოხდა?" მოწმე: „მან მითხრა, რომ უნდა მოგკლა, რადგან ვიცანი". ადვოკატი: „მერე მოგკლათ?"  მოწმე: „არა".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი