logo_geo
თბილისის ზოგ უბანში სარეცხის გაფენისთვის ჯარიმების ოდენობა ცნობილია
- +

27 მარტი. 2018. 18:06



თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, თბილისში შენობების ფასადზე სარეცხის გაფენისთვის 2017-2018 წლებში არავინ დაჯარიმებულა.


მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის შესაბამისად, როგორც დედაქალაქში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით სარეცხის გაფენა ფიზიკური პირის 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.


კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, შენობის ფასადზე სარეცხის გაფენის შემთხვევაში პირი 5 000 ლარით ჯარიმდება. ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ზონად რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, აღმაშენებლის გამზირის, მთაწმინდისა და თბილისის ძველი უბნების ტერიტორიები მიიჩნევა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი