logo_geo
თბილისში მამაკაცი დაჭრეს
- +

29 მარტი. 2018. 11:29



თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 4 ტყვია გაისროლა. თავდასხმის შედეგად მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.


აღნიშნული დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




 

big_banner
არქივი