logo_geo
ტატიანა დარსალიას შვილი: დედამ საკუთარ სიცოცხლეზე წინ ბავშვები დააყენა, მას სხვაგვარად მოქცევა არც შეეძლო!
- +

29 მარტი. 2018. 23:45



კემეროვოს ხანძრისას დაღუპული მასწავლებლის, ტატიანა დარსალიას ქალიშვილი, ელეონორა დარსალია სოციალურ ქსელში წერს:


„მე ელეონორა დარსალია ვარ, ტატიანას ქალიშვილი. ვპასუხობ მათ, ვინც ჩვენ გვერდით დგას მწუხარების ჟამს. ბოდიში, თუ ყველას სათითაოდ ვერ გწერთ.

 

ჩვენ ის სამუდამოდ გვემახსოვრება და გვეყვარება, დედა იყო და დარჩება საუკეთესოთა შორის საუკეთესო.

 

ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს მას დაემართა, თუმცა ვამაყობ, რომ ის დედაჩემი იყო. ის დაიღუპა, როგორც გმირი, რადგან საკუთარ სიცოცხლეზე წინ ბავშვები დააყენა და მას სხვაგვარად მოქცევა არც შეეძლო. ის ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება".


ელეონარა იმ დღეს სავაჭრო ცენტრში დედის გვერდით იყო. ტატიანამ შვილი სამშვიდობოს გაიყვანა, თვითონ კი ბავშვების დასახმარებლად უკან შებრუნდა და მათთან ერთად დაიღუპა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი