logo_geo
ახალციხეში წარმოებული თაფლი თურქეთში გაიყიდება
- +

30 მარტი. 2018. 00:12



სოფელ მუსხში მცხოვრები მეფუტკრე ზაზა ივანიძე, რომელიც ყოველწლიურად სამ ტონამდე თაფლს აწარმოებს, წელს პირველად თაფლს გასაყიდად თურქეთში გაიტანს. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.


მისი პროდუქტით თურქი ბინეზსმენები არდაჰანში ჩატარებული ბიზნეს ფორუმის შემდეგ დაინტერესდნენ.


მოსაზღვრე რეგიონებთან ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების დამყარებაზე საქართველომ ვალდებულება ევროპასთან ასოცირების ხელშკერულებაზე ხელის მოწერისას აიღო. ამიტომ სამცხე-ჯავახეთსა და თურქეთის საზღვრისპირა რეგიონს არდაჰანს შორის წელიწადში ორჯერ, გუბერნიებისა და თვითმმართველობების ორგანიზებით, ბიზნეს ფორუმები იმართება.


ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში ტრანს სასაზღვრო თანამშრომლობის განვითარებას 21-ე თავი ეთმობა. დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების შესრულება კი რეგიონის გუბერნიებსა და თვითმმართველობებს ეკისრებათ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი