logo_geo
რუსთავში 15 წლის მოზარდი სკოლის ავტობუსიდან ჩავარდა და დაზიანებები მიიღო
- +

30 მარტი. 2018. 12:14



რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, 15 წლის გოგონა ავტობუსიდან ჩავარდა და დაზიანებები მიიღო. თვითმხილველების თქმით, ის სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილი ავტობუსით მიდიოდა.


გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა ავტობუსში ავარიული ღილაკი გამოიყენა, რის შემდეგაც კარი გაიღო და გოგო მოძრავი ტრანსპორტიდან გადავარდა.


ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, რომელმაც სკოლის აღსაზრდელი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობდა დამაკმაყოფილებელია, თუმცა დაზარალებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.




 

big_banner
არქივი