logo_geo
2017 წელს საქართველოში 10 222 წყვილი განქორწინდა
- +

30 მარტი. 2018. 14:46



სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.


რაც შეეხება ქორწინებას, საქსტატის ცნობით, 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2 წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 23 684 შეადგინა.


2017 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი იყო.





 

big_banner
არქივი