logo_geo
დღეს საქართველოში გამოიდარებს
- +

31 მარტი. 2018. 12:19



გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.


1 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს,


ქ. თბილისში საღამოს და ღამის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.



 

big_banner
არქივი